მენიუ
სიახლეები
პროდუქტები
View Profile
ბიოქიმფარმის უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატები ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით გამოიყენება. მათ შესაქმნელად ჩვენ ბაქტერიოფაგებს (ანუ ფაგებს) ვიყენებთ. დღესღეობით, ფაგები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა
მეტის ნახვა
გაიგე რა არის ფაგი
საქართველოს ბიზნეს დაჯილდოებაზე ბიოქიმფარმმა “წლის ინოვაციური ბიზნესი 2016”-ის ნომინაციაში გაიმარჯვა
მეტის ნახვა
გაიგე რა არის ფაგი
ბიოქიმფარმის მისიაა მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება ფაგის ტექნოლოგიის მიმართულებით ანტიბიოტიკორეზისტენტული ინფექციების დასამარცხებლად, ასევე ანტიბიოტიკების ირაციონალური გამოყენების შესამცირებლად.
მეტის ნახვა
გაიგე რა არის ფაგი
ფაგი ბაქტერიის ბუნებრივი მტერია
“ბაქტერიოფაგი” “ბაქტერიის მშთანთქმელს” ნიშნავს. ფაგი ადამიანის თვალისთვის უხილავი მიკროორგანიზმია, რომელიც ბუნებაში უზარმაზარი რაოდენობით (1033) არსებობს. ფაგები გვხვდებიან როგორც ჩვენ გარშემო, ისე ჩვენს სხეულში. ბევრმა არ იცის, მაგრამ მილიონობით ბაქტერიოფაგი ჩვენს ორგანიზმში, საკვებიდან და სასმელი წყლიდან ყოველდღიურად ხვდება.
ფაგი არის ყველგან, სადაც ბაქტერიაა. როგორც ზოგიერთი მტაცებელი მღრღნელებით იკვებება, ისე ფაგი ბაქტერიას მოიხმარს. ყოველ 48 საათში, ფაგები ოკეანეში არსებული ბაქტერიების ნახევარს ანადგურებენ.
Balance
მავნე ბაქტერიები
სასარგებლო მიკროორგანიზმების გარდა, გარემოში ჯანემრთელობისთვის სახიფათო ბაქტერიებიც არსებობენ. მათ ქრონიკული სიმპტომების და მომაკვდინებელი იფექციების გამოწვევა შეუძლიათ.
ფაგები სპეციფიკურ ბაქტერიებს ანადგურებენ
ფაგი ბაქტერიებზე შერჩევითად ზემოქმედებს. პრეპარატებისთვის სპეციალურად შერჩეული ფაგები მხოლოდ დაავადების გამომწვევ, მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ. ფაგოთერაპიის უპრეცენდენტო უსაფრთხოება სწორედ აქედან გამომდინარეობს.
ფაგები გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, იმუნოდეფიციტიან პაციენტებში, ახალშობილებსა და ორსულებში.
არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.
ფაგების მოქმედების პროცესი
ანტიბიოტიკები, დაავადების გამომწვევთა გარდა, კარგ ბაქტერიებსაც ანადგურებენ. მათი მოხმარებით, ჩვენს ორგანიზმში არსებული სასარგებლო მიკროფლორა ირღვევა, რაც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ხშირი გამოყენების გამო, ბაქტერიები ანტიბიოტიკებისადმი მედეგობას გამოიმუშავებენ.
ბაქტერიები უფრო და უფრო ძლიერდებიან, ანტიბიოტიკები კი ინფექციებს ეფექტურად ვეღარ ებრძვიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ანტიბიოტიკორეზისტენტობა კაციობრიობის უდიდესი საფრთხეა. ეს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა.
ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამო ყოველწლიურად ასი ათასობით ადამიანი იღუპება.
ბაქტერიებს უჭირთ გახდნენ რეზისტენტულები ფაგების მიმართ. თუმცა, სხვა ეფქტური ფაგის პოვნა და შემუშავება ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია.
საქართველოს ფაგოთერაპიის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს
ქვეყანა პიონერია ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულებით. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, საქართველოდან საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასობით ტონა ფაგის პრეპარატით მარაგდებოდა.
ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი გიორგი ელიავამ ფრანგული წარმოშობის კანადელ მიკრობიოლოგ, ფელიქს დ’ერელთან თანამშრომლობით დააარსა. სამეცნიერო–კვლევითი მიღწევების გამო, ინსტიტუტი ბაქტერიოფაგიაში მსოფლიო ლიდერად დაფუძნების დღიდანვე ითვლებოდა.
ბიოქიმფარმი ფაგის კვლევისა და წარმოების საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს
ჩვენი კომპანია ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზეა დაფუძნებული. ფაგის ტექნოლოგიის მიმართულებით, ბიოქიმფარმი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ერთ, ან მრავალ ბაქტერიაზე მოქმედ პრეპარატებს. ჩვენი პროდუქცია აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ბიოქიფარმის პრეპარატებით მკურნალობა რეკომენდირებულია ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში.
Staphylococcus (MRSA)
e. coli
enterococcus
proteus
streptococcus
Pseudomonas aeruginosa